Tuesday, December 22, 2009

პროექტის სახელი: მოგზაურობა დმანისში


პროექტის სახელი: მოგზაურობა დმანისში


პროექტის მოკლე აღწერა: ტური დმანისში, მოსწავლეებისთვის ამ ადგილების ისტორიის გაცნობა უძველესი ჰომინიდების დროიდან შუა საუკუნეების ნაქალაქარის ჩათვლით, ბუნებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი


პროექტის სრული აღწერა: პროექტი მოიცავს 3 ეტაპს: პირველი ეტაპი–მოსამზადებელი სამუშაოა, რაც გულისხმობს ისტ–ის გამოყენებით ბავშვების მომზადებას. მოსწავლეები ეცნობიან ინტერნეტის საშუალებით მოძიებულ მასალებს, ნახულობენ დმანისის აღმოჩენებთან დაკავშირებულ ფილმებს, სწავლობენ რუკას და რუკის გამოყენებით გეგმავენ მოგზაურობას. მეორე ეტაპი – მოგზაურობა დმანისში, დმანისელი ჰომინიდების ადგილსამყოფელის დათვალიერება, გათხრებისა და მუზეუმის მონახულება, შემდეგ ვინაცვლებთ დმანისის ნაქალაქარზე, ვნახულობთ გალავანსა და ნამოსახლარს, სიონის ტაძარს. ამის შემდეგ მიუყვებით მდინარე მაშავერას კალაპოტს და ვათვალიერებთ ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. ამის შემდეგ ვინაცვლებთ ახალ ქალაქში და ვესაუბრებით ადგილობრივ მცხოვრებლებს, ყოველივე ფიქსირდება ციფრული კამერის მეშვეობით. მესამე ეტაპი– სკოლაში მოპოვებული მასალით დაბრუნების შემდეგ ხდება მათი დამუშავება ისტ–ის გამოყენებით. მზადდება პრეზენტაცია და ბავშვები აწყობენ ჩვენებასა და დისკუსიას დაინტერესებული აუდიტორიისთვის.


მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი


ხანგრძლივობა: 21 დღე


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის გაცნობა, ადგილზე ჩასვლა და დათვალიერება, დმანისის მცხოვრებლებთან გასაუბრება და მასალების შეგროვება. ნანახის ირგვლივ მსჯელობა, დისკუსია, ფოტოების შეგროვება და პრეზენტაციის გაკეთება, რუკაზე მუშაობა.


მოსალოდნელი შედეგები: კვლევების უნარ-ჩვევების შეძენა. ისტ-ის უნარ-ჩვევების გაღრმავება.


სარგებელი სხვებისათვის: დმანისის შესახებ დამატებითი ცოდნის შეძენა, ელექტრონული რესურსების შექმნა, კონტაქტების დამყარება და განვითარება, გამოცდილების ურთიერთგაზიარება.


სამუშაო ენა: ქართული,ინგლისური, რუსული


პროექტის ფასილიტატორი: მერაბ ჭყონია


ფასილიტატორის ელ- ფოსტა: merab.chkonia@gmail.com